შეხვედრა თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ მდივანთან

22 ივნისი 2023, 14:40 583 ნახვა

თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრა გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, მიმდინარე გამოწვევებსა და მათი გადაჭრის მშვიდობიან გზებს.

თურქეთის უსაფრთხოების საბჭოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის,  აგრეთვე მისი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში