ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტად ნათია თურნავა აირჩიეს

22 ივნისი 2023, 18:23 2052 ნახვა

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომაზე ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ნათია თურნავა აირჩიეს.

ნათია თურნავას კანდიდატურას საბჭოს შვიდი წევრიდან ხუთმა დაუჭირა მხარი, ორმა თავი შეიკავა.

„დღეს ჩატარდა ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომა და ხმათა უმრავლესობით, საბჭომ მხარი დამიჭირა და ამირჩია პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე.

ძალიან დიდი მადლობა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს, მიუხედავად იმისა, დამიჭირა თუ არა რომელიმე მათგანმა მხარი, თუ თავი შეიკავა. 7 წევრიდან 5-მა მხარი დამიჭირა და 2-მა თავი შეიკავა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველას გვაერთიანებს ეროვნული ბანკის მიმართ ერთგულება, გვაერთიენბს საერთო მიზანი - ვემსახუროთ ქვეყნის ფინანსურს სტაბილურობას. ჩვენი გუნდი, ამ მიმართულებით კვლავინდებურად გააგრძელებს მუშაობას ეროვნულ ბანკში“, - განაცხადა თურნავამ.

ახალ თანამდებობას ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც ძალაში პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ შევიდა.

გარდამავალ პერიოდში, ვიდრე ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს საბჭოში ყოფნის ვადა არ ამოეწურება, ეროვნულ ბანკს ოთხი ვიცე-პრეზიდენტი ეყოლება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში