ნიკა გვარამიას შეწყალება - გამოხმაურებები

23 ივნისი 2023, 10:20 589 ნახვა

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტმა ამ გადაწყვეტილებით ნიკა გვარამიას წინააღმდეგ უსამართლობა გამოასწორა.

ლექსმანმა ამის შესახებ „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა. ევროპარლამენტარის თქმით, ნიკა გვარამიას დაპატიმრება სამართლის დაცინვა იყო.

ნიკა გვარამიას შეწყალებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტიც მიესალმება. შარლ მიშელის განცხადებით, ეს საქართველოს დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში