პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა - შეფასებები

23 ივნისი 2023, 11:50 724 ნახვა

ნიკა გვარამიას შეწყალებას უარყოფითად აფასებენ მმართველ გუნდში. მათი თქმით, ეს გადაწყვეტილება ხალხში უსამართლობის განცდას გააჩენს და "საკმაოდ ძვირად აისახება პრეზიდენტის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე.

როგორც ამბობენ, არ ჰქონიათ ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი გვარამიას შეწყალებას აპირებდა, თუმცა სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები იძლეოდა იმის ვარაუდის საშუალებას, რომ მას შეიძლებოდა მოულოდნელი ნაბიჯი გადაედგა. მიაჩნიათ, რომ „ეს არ არის ევროპული მომავლის მხარდაჭერა".

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანაში ჩამოყალიბდეს სამართლიანი მართლმსაჯულება, რაც ამ პრეცენდენტით უნდა დაიწყოს. მათი თქმით, ერთი გამარჯვება, ფაქტობრივად, მოპოვებულია. აცხადებენ, რომ ფაქტი არის მძიმე ''ქართული ოცნებისთვის'', თუმცა ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის მნიშვნელოვანი.

ამტკიცებენ, რომ ოპოზიციური არხის გენერალური დირექტორი გამოგონილი, შეთითხნილი ბრალდებით ჰყავდათ ციხეში გამოკეტილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში