ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი

23 ივნისი 2023, 15:05 658 ნახვა

საქართველოს და ყაზახეთს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ ევროპასა და აზიას შორის ტრანსპორტის კუთხით, - ამის შესახებ ყაზახეთის პრემიერმა ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილსა და ალიხან სმაილოვს შორის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვედრა გაიმართა, შემდეგ კი მედიისთვის ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

განიხილეს სტრატეგიულ თანამშრომლობის კუთხით დაგეგმილი პროექტები. ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა "შუა დერეფანზე" და აღნიშნა, რომ იგი უნდა გახდეს კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი, მათ შორის ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის.

ყაზახეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ გასულ წელს 7-ჯერადად გაიზარდა სავაჭრო ბრუნვის მოცულობა და 600 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია და შეხვედრაზე მის შემდგომ გაზრდაზე შეთანხმდნენ.

როგორც ალიხან სმაილოვმა აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრანს-კასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში