რატომ გაათავისუფლეს ვარდმანიძე - მინისტრის განმარტება

23 ივნისი 2023, 17:35 946 ნახვა

„ამ ეტაპზე ყოველგვარი თანამშრომლობის რესურსი ამოწურულია“- ასე ეხმაურება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ჯუმბერ ვარდმანიძის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს. ხელვაჩაურის ყოფილი მერი განათლების მინისტრის მრჩევლის პოზიციაზე 22 ივნისამდე მუშაობდა. დღეს მინისტრმა პირდაპირ არ უპასუხა კითხვას გათავისუფლება უკავშირდება თუ არა ვარდმანიძის ჩვენებას სასამართლოში, სადაც მან განაცხადა, რომ ის წარსულში აზარტული თამაშებით იყო დაკავებული.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში