ურთიერთთანამშრომლობა ბათუმსა და ბარს შორის

23 ივნისი 2023, 17:38 706 ნახვა

ბათუმისა და მონტენეგროს ქალაქ ბარის მუნიციპალიტეტებს შორის დამეგობრების შესახებ განზრახვის დოკუმენტი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ქალაქების მერებმა მოაწერეს. შეხვედრაზე ისაუბრეს აქტიური თანამშრომლობის დაწყებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე. ორ ქალაქს შორის მეგობრული ურთიერთობები ითვალისწინებს თანამშრომლობას განათლების, კულტურის, ტურიზმის, ეკონომიკის, ტრანსპორტის განვითარების და სხვა მიმართულებით.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში