დაბა ქედის საჯარო სკოლა მწვანე დროშის მფლობელი გახდა

26 ივნისი 2023, 14:44 1476 ნახვა

დაბა ქედის საჯარო სკოლა მწვანე დროშის მფლობელი გახდა. ორგანიზაცია „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ შვედეთის მთავრობასთან ერთად ეკოლოგიურ აქტივობებს საპილოტე სკოლებში ახორციელებდა.  

დაბა ქედის საჯარო სკოლის აქტივობები მოიცავდა სკოლაში ეკო კომიტეტის შექმნას, გარემოსდაცვით საინფორმაციო შეხვედრებს, სკოლის ეზოს და შიდა სივრცის გამწვანებას, მათ შორის გადაშენების პირას მყოფი მცენარეების დარგვას და დასუფთავებით სამუშაოებს.      

მწვანე დროშის მფლობელი საქართველოს მასშტაბით 11 სკოლაა.   

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში