ქვეყანა გადარჩენილია, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ვერ მოახერხა ხელისუფლებაში დაბრუნება - ირაკლი კობახიძე

27 ივნისი 2023, 13:46 560 ნახვა

ქვეყანა არის გადარჩენილი იმის გამო, რომ ამ ადამიანებმა ვერ მოახერხეს 2021 წელს ხელისუფლებაში დაბრუნება, ისინი არიან კოლექტიური გოუ, გოუ, ჟენიები, პრიგოჟნისტები, მათი ადგილი ხელისუფლებაში არ არის, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინ მთელი კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა" გახდნენ პრიგოჟინისტები და გულით გულშემატკივრობდნენ ევგენი პრიგოჟინს, უძღვნიდნენ მას ეპითაპიებს, ლექსებს და ა.შ.

"ჩვენ ვურჩიეთ მათ დილიდანვე, რომ არ ამჩატებულიყვნენ, არ გამოევლინათ ზედმეტი აჟიტირება, თუმცა არ დაგვიჯერეს და მიიღეს შესაბამისი შედეგი, ათასი სისულელე თქვეს, ათასი შეცდომა დაუშვეს და ამაში ჩართული იყო სალომე ზურაბიშვილით დაწყებული, მის მიერ შეწყალებული გვარამიათი დამთავრებული, რომელიც გოუ, გოუ, ჟენიას პოსტავდა დილიდან მოყოლებული. პირდაპირ გულშემატკივრობდა კაცს, რომელმაც პირდაპირ მოაწყო ბახმუტში უკრაინელების სასაკლაო, ის ამით ამაყობდა. ასეთ კაცს გულშემატკვრობდა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ამით ჩანს მათი სახე, ჯერ საერთოდ ანალიზის უნარი რომ არ აქვთ. დილიდან ვერ გააანალიზეს მოვლენები. თქვენ წარმოიდგინეთ ასეთი ანალიზის არმქონე ხელისუფლება რომ ჰყოლოდა საქართველოს, ქვეყანას გახვევდნენ ათას უბედურებაში.

მადლობა ღმერთს, ეს ადამიანები, ეს გოუ, გოუ, ჟენიები არ არიან დღეს ხელისუფლების სათავეში. ქვეყანა არის გადარჩენილი იმის გამო, რომ ამ ადამიანებმა ვერ მოახერხეს 2021 წელს ხელისუფლებაში დაბრუნება. ისინი არიან კოლექტიური გოუ, გოუ, ჟენიები, პრიგოჟნისტები. მათი ადგილი ხელისუფლებაში არ არის. საზოგადოება ამას აფასებს და აქედან გამომდინარე, ისინი ვერც მომავალში ვერ მობრუნდებიან ხელისუფლებაში“, - განაცხადა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში