ქურდული სამყაროს წევრებს ბრალდება წაუყენეს

27 ივნისი 2023, 19:55 636 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ ,,ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, ,,ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის და ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთმა მოქალაქემ მეორესთან  არსებული ფინანსური დავის მის სასარგებლოდ გადასაწყვეტად  ,,ქურდული სამყაროს“ წევრს მიმართა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე  გამოძიება გრძელდება.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში