მიშა მშვილდაძის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო - შსს

27 ივნისი 2023, 23:09 540 ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტელეკომპანია „ფორმულას” ერთ-ერთ დამფუძნებლის, მიშა მშვილდაძის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ტელეკომპანია “ფორმულას” ერთ-ერთი დამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე აცხადებს, რომ თავს დაესხნენ. მშვილდაძის თქმით, თავდასხმა ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის შესასვლელში მოხდა, რა დროსაც მას ფიზიკურად უცნობი პირი გაუსწორდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში