მარიამ ლაშხის განცხადება

28 ივნისი 2023, 14:18 599 ნახვა

''ქართული ოცნების'' დეპუტატს მარიამ ლაშხს აქვს სურვილი, რომ ირლანდიის პარლამენტის მსგავსად, საქართველოს პარლამენტშიც იყოს შეურაცხმყოფელი სიტყვების ჩამონათვალი, რომელთა  გამოყენებაც საპარლამენტო საქმიანობისას აკრძალული იქნება. 

დეპუტატის თქმით, „ირლანდიის პარლამენტის შემთხვევაში  ეთიკის კოდექსს  ხელს აწერენ არა მხოლოდ დეპუტატები და არამედ  პარლამენტის თანამშრომლებიც“.  მისივე თქმით, დაუწერელ ეთიკის ნორმებს ოპოზიცია არ იცავს, ამიტომ "კარგი იქნება, თუ ეს გაიწერება და პოლიტიკოსები შეურაცხმყოფელ გადაძახილებს არ გააკეთებენ არგუმენტების გარეშე".

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში