ფსიქიატრიული საავადმყოფო

21 თებერვალი 2017, 00:00 2166 ნახვა

ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს ახალ მფლობელთან აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ ხელშეკრულება გააფორმა. აუქციონზე გამარჯვებულმა კომპანია ჰელს ქეარ გრუპმა ერთი თვის ვადაში საპრივატიზაციო საფასური 2 მილიონ 5 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს. შეთანხმების თანახმად  8 თვის ვადაში სარემონტო სამუშაოები უნდა დაიწყოს, 36 თვის ვადაში კი რეაბილიტაცია დაასრულოს, რისთვისაც კომპანიას მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აქვს. მთავარი პირობა 50 წლის განმავლობაში სამედიცინო კლინიკის პროფილის შენარჩუნებაა. სამინისტროში აცხადებენ, რომ სამშენებლო პროცესის დროს საავადმყოფო ფუნქციონირებას არ შეწყვეტს. 

ამავე კატეგორიაში