ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი

30 ივნისი 2023, 15:05 587 ნახვა

საქართველოში ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი იმყოფება. მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს პირველი, ვინც უმასპინძლა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. მოგვიანებით იგი მიიღო ასევე სალომე ზურაბოშვილმა. მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი შეხვდება ირაკლი ღარიბაშვილსაც.

დაგეგმილია შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარესთან და იუსტიციის მინისტრთან.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გენერალური მდივანი საოკუპაციო ხაზს და წეროვანის დევნილთა დასახლებას ეწვევა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში