დეპუტატების შეკითხვები და ხმაური პარლამენტში

30 ივნისი 2023, 15:38 730 ნახვა

ომის პარტია, გაუბედურებული, დესტრუქციული ძალა, მოღალატეები - ასე პრემიერი ოპონენტებს მიმართავდა, რომლებსაც დღეს თან მთავრობის საქმიანობის ანგარიშიც ჩააბარა. საათნახევრიანი მოხსენების შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, თუმცა ადრესატს რამდენიმე კითხვა არ მოუსმენია, რადგან როგორც გაირკვა, პრემიერი  მოხსენების შემდეგ სხდომათა დარბაზიდან დროებით  გავიდა. 

პირველი, ვინც კითხვის დასმის უფლებით ისარგებლა, სახელისუფლებო პარტიის დეპუტატი იყო, რომელმაც თანაგუნდელების მსგავსად ოპოზიცია ქვეყნის საწინააღმდეგო კამპანიაში დაადანაშაულა, პრემიერს კი პოლიტიკა მოუწონა. ოპოზიციამ კი ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ გამოსვლაში ისევ ბოღმა და ზიზღი დაინახა.

საპარლამენტო უმცირესობის კითხვები ეხებოდა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მათ შორის ისეთებს, რომლებიც აჭარას ეხება. კონკრეტულად ხულო-ზარზმისა და ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზებს, ასევე  გმირთა ხეივანს.  

პასუხი თორნიკე რიჟვაძის განცხადებაზეც მოსთხოვეს, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლეს საბჭოში გააკეთა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში