პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური ანგარიში პარლამენტში

30 ივნისი 2023, 15:44 731 ნახვა

რით იყო გამორჩეული ბოლო ერთ წელში ხელისუფლების საქმიანობა? რითი იწონებს მთავრობა თავს და რა რჩება გამოწვევად - ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს შეაჯამა მთავრობის ერთწლიანი მუშაობა, რომელიც მისი თქმით, ურთულეს პერიოდს დაემთხვა. 

ამ კონტექსტში ახსენა ომი უკრაინაში და თქვა ისიც, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე რეალურია. ამ მოცემულობაში კი პრემიერის განცხადებით საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტია   ქვეყნის გადარჩენა, ხალხის დაცვა და ეკონომიკური განვითარების შენარჩუნება. სწორედ ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებით დაიწყო მთავრობის მეთაურმა ყოველწლიური ანგარიში და აქვე მოიშველია მაისის მონაცემებიც.  

მოქალაქეებს ამ სფეროში მათ დამსახურებებზე ესაუბრა და საპარლამენტო ტრიბუნიდან უთხრა, რომ ბოლო ორ წელში საქართველო მსოფლიოში ეკონომიკურად ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქვეყანაა, თუმცა პრემიერს მთავრობის ქება ოპოზიციამ რამდენჯერმე გააწყვეტინა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში