მივემართებით კასპში, რადგან პოლიტიკური ეპიცენტრი ახლა არის სწორედ იქ და არ ვაპირებთ, მოვუსმინოთ პრემიერს - თინა ბოკუჩავა

30 ივნისი 2023, 16:12 651 ნახვა

ჩვენ მივემართებით კასპში, რადგან პოლიტიკური ეპიცენტრი ახლა არის სწორედ ის და არ ვაპირებთ, მოვუსმინოთ რუს პრემიერს, რომელიც მორიგ ჯერზე ვამხილეთ ქვეყნის ღალატში,-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

"ჩვენ მოვითხოვთ დაუყოვნებლივ შს მინისტრისგან, რომ აღდგეს კანონიერება, დაისაჯონ მოძალადეები და აღკვეთონ უკანონობა. ჩვენც მივემართებით კასპში, რადგან პოლიტიკური ეპიცენტრი ახლა არის სწორედ ის და არ ვაპირებთ, მოვუსმინოთ რუს პრემიერს, რომელიც მორიგ ჯერზე ვამხილეთ ქვეყნის ღალატში. ის და ივანიშვილის ბანდიტოკრატიული რეჟიმი ართმევს ჩვენს ქვეყანას ევროპულ მიმავალს, ხოლო ჩვენი ქვეყნის ერთადერთი ეროვნული ინტერესი არის დღეს ევროპული ინტერესი. ჩვენი ქვეყნის ერთადერთი მნიშვნელოვანი საქმე, რომ არ ემსახურებოდეს დღეს ჩვენი ხელისუფლება რუსულ საქმეს, იქნებოდა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია, მაგრამ ქვეყნის ევროპული მომავლის ნგრევისთვის ყველაფერს აკეთებს რუსი ღარიბაშვილი და ივანიშვილის რუსული რეჟიმი“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში