ქობულეთის საკრებულოს სხდომა

30 ივნისი 2023, 20:50 849 ნახვა

დღეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, სადაც დღისწესრიგის მიხედვით 12 საკითხი განიხილეს და აქედან რიგით მე-10 საკითხი დამატებითი შესწავლის მიზნით უკან დაუბრუნდა კომისიას, რომელიც მიწის ნაკვეთზე იჯარით წესით გაცემას ეხებოდა. სხდომის დაწყებამდე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და ფრაქცია ქართული ოცნების დეპუტატებს შორის სიტყვიერი კამათი და ხმაური იყო. ენემეს დეპუტატი, იამზე ცალქალამანიძე მმართველ გუნდს პირადი ნიშნით ბრალდებებს უყენებს. ამბობს რომ მმართველი გუნდი კრიმინალებს მმფარველობს. ენმეს დეპუტატმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა. პროტესტის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს მოუწოდა, რომ პირად საკითხებზე სხდომათა დარბაზში არ უნდა იყოს საუბარი.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში