სანქცირებული ქართული ავიაკომპანია 

02 ივლისი 2023, 12:09 702 ნახვა

''ჯორჯიან ეარვეისის" საფრენოსნო სამსახურის ხელმძღვანელი თამაზ გაიაშვილი უკრაინის პრეზიდენტის  გადაწყვეტილებას სანქციებთან დაკავშირებით, აბსურდს და უსამართლობას უწოდებს. მისი განცხადებით ამ ყველაფერს პოლიტიკური სარჩული აქვს. გაიაშვილი იმედს იტოვებს, რომ უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის მყისიერი და სარკისებური პასუხი მოჰყება.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებით, ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ს, რომელმაც რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი რეისები აღადგინა, სანქციები დაუწესდა.

პერსონალური სანქციები დაუწესდა ავიაკომპანიის დამფუძნებელს თამაზ გაიაშვილსაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში