ცვლილება საარჩევნო კოდექსში

03 ივლისი 2023, 11:50 553 ნახვა

საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა არ გაიზიარა.

კომიტეტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მთავარი არგუმენტაცია მდგომარეობს იმაში, რომ  მოტივირებულ შენიშვნებში არ იყო წარდგენილი საუკეთესო ევროპული მიდგომა, ვერ იქნა დასახელებული ვერც ერთი დემოკრატიული ქვეყანა, თუ რომელ მიდგომას ეფუძნება შენიშვნები.  

ასევე  არ იყო  ახსნილი, რატომ ექვსი თვე და რატომ არა სხვა და პირიქით, ეს ნიშნავს თუ არა და საფრთხეს ქმნის თუ არა დამოუკიდებლობისთვის, ვიდრე უფრო ხანგრძლივი ვადა. კომიტეტის წევრებმა თავიდან უყარეს კენჭი და მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას.  

დღესვე კანონპროექტს რიგგარეშე სესიაზე გაიტანენ და მმართველი გუნდის დეპუტატებს აქვთ მოლოდინი, რომ ვეტოს დაძლევენ.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში