შეხვედრა ერგნეთში

03 ივლისი 2023, 14:04 614 ნახვა

საოკუპაციო ხაზთან მომხდარ ინციდენტებს განიხილავენ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 113-ე შეხვედრაზე დღეს.    

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, წინა შეხვედრის მსგავსად, დღეს მთავარი საკითხი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება იქნება.

მისივე თქმით, ამ დროისთვის დე ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში საქართველოს შვიდი მოქალაქე რჩება. უსაფრთხოების გარდა, მხარეები ჰუმანიტარულ საკითხებზეც იმსჯელებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში