12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი - ირაკლი კობახიძის პრესკონფერენცია

04 ივლისი 2023, 14:50 740 ნახვა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ ევროსაბჭოს რეკომენდაციათა ნაწილი უკვე შესრულებულია და იმედი აქვს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების ანგარიში  წარუდგინა. მოთხოვნა, რომ 12 პრიორიტეტი 100%-ით უნდა შესრულდეს, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, არავის დაუყენებია, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, გადაწყვეტილება, რომელიც ევროკომისიამ საქართველოსთან დაკავშირებით დეკემბერში უნდა მიიღოს, პოლიტიკურია.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ვრცლად ისაუბრა იმაზე, თუ რომელი რეკომენდაცია როგორ და როდის შესრულდა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში