ხმაური თავდაცვის ახალი კოდექსის განხილვისას

04 ივლისი 2023, 15:05 748 ნახვა

ახალი თავდაცვის კოდექსის განხილვას ხმაური მოჰყვა საკანონმდებლო ორგანოში. კამათი კომიტეტების სხდომაზე დაიწყო, ერთმანეთს სიტყვიერად ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე და იაგო ხვიჩია დაუპირისპირდნენ.

მოგვიანებით ხმაური კომიტეტის სხდომის გარეთ გაგრძელდა მას შემდეგ, რაც მიხეილ სარჯველაძემ კომიტეტზე ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.

მმართველი გუნდის განცხადებით, ოპოზიციის მთავარი ამოცანა კანონპროექტის ჩაგდებაა, ოპოზიცია კი კვლავ კანონპროექტის მუხლობრივ განხილვას ითხოვს. 

ფიქრობენ, რომ თავდაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებები დისკრიმინაციულია.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში