მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა

05 ივლისი 2023, 11:19 634 ნახვა

მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა მოლდოვაში. კომისიის ფარგლებში საქართველოსა და მოლდოვას შორის მოლაპარაკებები გაიმართა სავაჭრო და ეკონომიკური სფეროს არაერთი მიმართულებით, მათ შორის: ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, კომუნიკაციები, ტექნოლოგიები, კულტურა, ტურიზმი. გაფორმდა მემორანდუმი ეკონომიკურ, ტექნიკურ და სამეცნიერო სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.

კომისიის სხდომამდე საქართველოს ვიცე-პრემიერმა შეხვედრა გამართა მოლდოვის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან.  

ლევან დავითაშვილმა მოლდოვის დელეგაცია ოქტომბერში თბილისში დაგეგმილ „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ მოიწვია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში