საველე სწავლება ორფოლოს პოლიგონზე

05 ივლისი 2023, 14:19 495 ნახვა

22-ე ბატალიონის „ჩარლი“ ასეულის ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება ორფოლოს პოლიგონზე საბრძოლო სროლებით დასრულდა.   

ერთკვირიანი სწავლება პირადი შემადგენლობის საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას ისახავდა მიზნად და მრავალეროვნული წვრთნები Agile Spirit 2023-სა და საბრძოლო მომზადების ცენტრში (CTC) წვრთნასა და შეფასებაში მონაწილეობისთვის წინამოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენდა.

წვრთნებში ჩართული იყო ამერიკული წარმოების ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება „ჯაველინი“, ასევე ამერიკული წარმოების მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევი M2A1 და ავტომატური ყუმბარმტყორცნი MK-19.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში