დეკანოზი გიორგი მამალაძის საქმე

22 თებერვალი 2017, 00:00 2304 ნახვა

ეს წუთია გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა დეკანოზი გიორგი  მამალაძე საპატრიარქოში მიიყვანონ. თუმცა ჯერ - ჯერობით ინფორმაციას არავინ ადასტურებს. საქმეს რამდენიმე წუთის წინ ფეისბუქის გვერდზე გამოეხმაურა არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაიშვილი.  “დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მას შემდეგ დამძიმდა რაც ის რამოდენიმე მღვდელმთავარმა ინახულა. ხომ არ ხდება მასზე ზეწოლა სიმართლის დამალვის მიზნით. გაუგებარია სახელმწიფო მოხელეების და პრეზიდენტის ჩართულობა და აქტიურობა. მე აღვიქვამ პროკურატურაზე და საგამოძიებო უწყებაზე ზეწოლად ამ ყველაფერს. ამჟამად ვინმეს ხელის დაფარება და საქმის მიჩქმალვა, უკიდურესად დაამძიმებს მომავალში ეკლესიის ცხოვრებას – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც არქიმანდრიტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ამავე კატეგორიაში