პროკურატურა ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილისთვის სამი მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს

06 ივლისი 2023, 20:19 632 ნახვა

საქართველოს პროკურატურა კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს.ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომაზე ბაჩიაშვილისთვის 3 მილიონ ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა.

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე საქალაქო სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.

სასამართლოს სიტყვით მიმართა თავად ბრალდებულმაც, რომელიც სხდომას ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, სამი კვირის განმავლობაში მას „ჩაბურული მინებით მანქანები უთვალთვალებდნენ“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში