სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს 2 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა

06 ივლისი 2023, 21:19 695 ნახვა

კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით  2 500 000  ლარიანი გირაო შეეფარდა. გირაოს შეტანის ვადად მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა 30 დღე განსაზღვრა.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა ცვლილებით დააკმაყოფილა. პროკურატურა გირაოს სახით სამი მილიონი ლარის შეფარდებას ითხოვდა.

სასამართლოს თავად ბრალდებულიც ესწრებოდა. როგორც ბაჩიაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში