საკონსტიტუციო სარჩელი

22 თებერვალი 2017, 00:00 2091 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოში ამ წუთებში აუდიტორია 115- ის სარჩელის დასაშვების საკითხის განხილვა მიმდინარეობს.  აუდიტორია 115  ,,უმაღლესი განათლების შესახებ კანონში’’ არსებულ საფაკულტეტო საბჭოში არჩევის წესს ასაჩივრებს. ირაკლი კუპრაძის  თქმით,  არჩევის წესი დისკრიმინაციულია და სტუდენტებს საუნივერსიტეტო მართვის პროცესში თანაბარი ჩართულობის საშუალებას არ აძლევს. არსებულ საკანონმდებლო ხარვეზებზე თავისი დასკვნა გამოაქვეყნა საქართველოს სახალხო დამცველმა და ხელისუფლებას მოუწოდა შესაბამისი ცვლილებებისკენ. 

ამავე კატეგორიაში