ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე სესია

07 ივლისი 2023, 12:05 644 ნახვა

თბილისი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე სესიას მასპინძლობს.  სწორედ ამ სესიაზე უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ასამბლეაში საქართველოს ასოცირებული წევრობის თაობაზე, რამაც დიპლომატიური თანამშრომლობის გაღრმავებას უნდა შეუწყოს ხელი.

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა წარმოადგენს ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის საკონსულტაციო, საპარლამენტო ორგანოს. დღეისათვის მის შემადგენლობაში 91 წევრია. 56 სრულუფლებიანი, 17 ასოცირებული, ხოლო 18 დამკვირვებლის სტატუსით.

ასამბლეა დემოკრატიის განვითარების და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობს, არის აქტიური პლატფორმა წევრ სახელმწიფოებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და დიალოგისთვის და მსოფლიოში ფრანგული ენის პოპულარიზაციაზეა ორიენტირებული.

ღონისძიებას 40-მდე დელეგაცია და 250-მდე დეპუტატი ესწრება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში