სუს-ის ანგარიში

07 ივლისი 2023, 15:04 652 ნახვა

გაერთიანებული კომიტეტის ფორმატში სუს-ის უფროსის მოადგილემ დეპუტატებს გასული წლის საქმიანობის ანგარიში ჩააბარა. ალექსი ბატიაშვილის თქმით, 2022 წელს ადგილი ჰქონდა საქართველოს ურთიერთობების დაზიანების მცდელობებს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან.  

ბატიაშვილის თქმითვე, განსაკუთრებით მწვავე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ზოგადად, ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის წინააღმდეგ გავრცელებული დეზინფორმაციული განცხადებები.  ანგარიშის თანახმად, 2022 წელს უწყება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას აქტიურად განაგრძობდა.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კარგად აღჭურვილი და მომზადებულია, რეგულარულად მიმდინარეობს სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფის შესაძლებლობების გაძლიერება.

სხდომა კითხვა-პასუხის ნაწილში დაიხურა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში