ნატოს ვილნიუსის სამიტი და საქართველო 

08 ივლისი 2023, 20:00 688 ნახვა

მომდევნო კვირას  ნატოს ვილნიუსის სამიტი იმართება, სადაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხის განხილვა იქნება.

სწორედ ამ სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე ამერიკის ხმა დაინტერესდა რა პოზიცია აქვს პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციას საქართველოს NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მაშინ, როცა უკრაინაში ომი მიმდინარეობს, რუსეთი საქართველოს ოკუპაციას აგრძელებს და ქვეყანაში რუსული პროპაგანდა განსაკუთრებით ძლიერდება.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა თქვა, რომ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას და მთავრობას რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში