წყლის ხარისხი

22 თებერვალი 2017, 00:00 3401 ნახვა

ქობულეთში წყალს კვლავ სპეციფიკური სუნი და გემო აქვს - ამის შესახებ ადგილობრივები საუბრობენ. წყლის ლაბორატორიული კვლევა, დაახლოებით ერთი კვირის წინ დასრულდა, მაშინ დადგინდა რომ წყალი არ შეიცავდა სიცოცხლისთვის საშიშ მიკროორგანიზმებს. “ქობულეთის წყალი” მაშინ ერთ-ერთ მიზეზად სათავე ნაგებობის გამოწმენდას ასახელებდა. იგივე მიზეზით გუშინ უწყებამ მოსახლეობა წყლის მიწოდების შეწყვეტის შესახებ გააფრთხილა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში