კანონი მოსმენების შესახებ

22 თებერვალი 2017, 00:00 2192 ნახვა

ე.წ ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიას წარადგენს დღეს  "ნაციონალური მოძრაობა" საკანონმდებლო ორგანოში. მათი ვერსიით, ფარულ მიყურადებაზე კონტროლი  საპარლამენტო უმცირესობის, უმრავლესობის წევრებმა და სახალხო დამცველმა უნდა განახორციელონ. რის საჭიროებასაც ვერ ხედავენ მმართველ გუნდში. კანონთა პაკეტზე პარლამენტი დღეს პირველი მოსმენით მსჯელობს.  რომლის მიხედვითაც ე.წ მოსმენების სამი გასაღები ამოქმედდება. ერთი გასაღები ექნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაქვემდებარებულ სპეციალურ სააგენტოს, მეორე გასაღებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ჩაიბარებს. ხოლო მესამე გასაღები უზენაესი სასამართლოს ერთ მოსამართლეს გადაეცემა.

ამავე კატეგორიაში