საკონსტიტუციო სარჩელი

22 თებერვალი 2017, 00:00 2292 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოში აუდიტორია 115-ის და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთობლივი სარჩელის დასაშვებობის საკითხი განიხილეს.  სარჩელის ავტორები  ,,უმაღლესი განათლების შესახებ კანონში’’ არსებულ საფაკულტეტო საბჭოში არჩევის წესს ასაჩივრებენ. მათი მტკიცებით,  არჩევის წესი დისკრიმინაციულია და სტუდენტებს საუნივერსიტეტო მართვის პროცესში თანაბარი ჩართულობის საშუალებას არ აძლევს. შესაბამისად ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში