“ნაციონალური მოძრაობა” კორუფციულ სქემაზე საუბრობს

22 თებერვალი 2017, 00:00 2754 ნახვა

შპს ,, ჰიგიენა 2009- ის’’ დირექტორის საკითხზე და თანხის მითვისების სავარაუდო ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას “ნაციონალურ მოძრაობაში” გამოეხმაურნენ. ელგუჯა ბაგრატიონი მოითხოვს რომ საკითხით შესაბამისი ორგანოები დაინტერესდნენ. ბრიფინგზე ოპოზიციის წარმომადგენელმა შპს-ს ახალი დირექტორის დანიშვნის საკითხზეც ისაუბრა. ამ პოზიციაზე დღეს გიორგი ლომთათიძე დაინიშნა. ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, ახალი დირექტორი  აჭარის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მეუღლეა. ბაგრატიონის ბრალდებას  ეკონომიკის სამინისტროში გამოეხმაურნენ, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თქმით,  ლომთათიძე აღნიშნულ პოზიციაზე მისი კვალიფიკაციის გათვალისწინებით დაინიშნა.

ამავე კატეგორიაში