სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

12 ივლისი 2023, 10:50 780 ნახვა

სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა შესაბამისმა კომისიებმა დაიწყეს.  სამუშაოების დროულად და კოორდინირებულად ჩატარებისთვის დაზარალებულ რეგიონში შეხვედრები იმართება.

შეგახსენებთ, რომ სამეგრელოში ძლიერმა წყალმოვარდნებმა გაზსადენის ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა, რის გამოც ხობს, ზუგდიდსა და წალენჯიხას გაზი არ მიეწოდება.

ანალოგიური მიზეზის გამო წყლის გარეშეა დარჩენილი სენაკისა და ფოთის 32 ათასი აბონენტი.

სამეგრელოში ძლიერმა წვიმის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სავარგულები. სტიქიამ გამოიწვია ღვარცოფული და მეწყრული პროცესები, რის გამოც დაზიანდა გზების ნაწილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში