შეხვედრა საქართველო-სკანდინავიის ქვეყნების ფორმატში 

12 ივლისი 2023, 11:54 637 ნახვა

ნატო-ს სამიტის ფარგლებში პირველად საქართველო-სკანდინავიის ქვეყნების ფორმატში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს, დანიისა და შვედეთს საგარეო საქმეთა მინისტრები და ფინეთის სახელმწიფო მდივანი ესწრებოდნენ. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო სკანდინავიის ქვეყნებს განიხილავს როგორც ღირებულ მეგობრებსა და სანდო პარტნიორებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თბილისში ნორვეგიისა და დანიის დიპლომატიური წარმომადგენლობების გახსნა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელსაც ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აჰყავს. 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე რთული გეოპოლიტიკური გამოწვევების გათვალისწინებით, რეგიონული პარტნიორობის პლატფორმები მზარდ მნიშვნელობას იძენს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში