ვილნიუსის სამიტი - შეფასებები

13 ივლისი 2023, 12:08 681 ნახვა

ნატოს სამიტზე განსაკუთრებული გარღვევა არ მომხდარა - ასე აფასებენ ვილნიუსში გამართულ სამიტს პარლამენტის წევრები მმართველი გუნდიდან.  

საპარლამენტო უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ გრძელდება ნატოს პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში და ალიანსმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, ის მნიშვნელოვანი წვლილი, რომელიც  საქართველოს სამშვიდობო ოპერაციებში შეაქვს.  მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ვილნიუსის სამიტზეც დადასტურდა საქართველოს სრული თანხვედრა ნატოს სამხედრო სტრუქტურებთან.

ნატოს სამიტი ლიეტუვის დედაქალაქში გუშინ კომუნიკეს მიღებით დასრულდა. საქართველოდან შეხვედრებში საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მონაწილეობდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში