“ხალხის ძალის” განცხადება

13 ივლისი 2023, 14:18 625 ნახვა

„ხალხის ძალა“  მორიგ განცხადებას ავრცელებს, რომელიც სავარაუდოდ წინა ხელისუფლებას ეხება და  რომელშიც ასევე ნახსენებია მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში.  განცხადების ავტორებს მიაჩნიათ რომ რუსეთთან კავშირის დაბრალება ლიბერალების საყვარელი იარაღია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ნებისმიერ ქვეყანაში. 

,,ყველაფერს, რაც საქართველოს ხელისუფლებას და მის საქმიანობას უკავშირდება, ქართველი ლიბერალები - ნაციონალები და მათი პატრონები უაპელაციოდ პრორუსულს და რუსულს არქმევენ, ყველაფერი ქართულისთვის რუსულის დარქმევა ჰიბრიდული ომისთვის დამახასიათებელი მარტივი მანიპულაციაა. რაც ყველაზე საინტერესოა, ამ ყველაფრის მიზანი საქართველოში მეორე ფრონტის გაჩაღებაა, რაც აუცილებლად ქვეყანაში რუსული ტანკების შემოსვლით დასრულდება. ყველაზე შემაშფოთებელი კი ისაა, რომ ამ კამპანიას ე.წ. ლიბერალები დასავლეთის სახელით და ხშირად დასავლური დაფინანსებით წარმართავენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში