ამერიკელი სტუდენტის ბათუმური საღამო

14 ივლისი 2023, 11:10 1005 ნახვა

ზაქარია ფალიაშვილის სამუსიკო სკოლის სააქტო დარბაზში დევიდ სუნის, წარმოშობით ჩინელი, ამერიკაში მოღვაწე სტუდენტის მუსიკალური საღამო გაიმართა.

იელის უნივერსიტეტის, ფილოსოფია-პოლიტოლოგია-ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტი, რომელიც ასევე წარმატებული მუსიკოსია გაცვლითი პროგრამით ბათუმში იმყოფება.

დაახლოებით ერთი თვეა დეივიდი 14 სტუდენტთან ერთად, საქართველოში ქართული ენის შესასწავლად ჩამოვიდა. მან ღონისძიება ქართული ჰიმნით გახსნა და კლასიკოსთა ნაწარმოები შეასრულა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში