44 ევროპარლამენტარის მიმართვა

14 ივლისი 2023, 11:46 724 ნახვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, საქართველოს ხელისუფლებას 44 ევროპარლამენტარი მიმართავს.

ევროდეპუტატებმა განცხადება საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის სახელზე გაავრცელეს. განცხადებაში, ევროპარლამენტარები გამოხატავენ ღრმა შეშფოთებას ინტერნეტ-სასამართლო სხდომიდან შემაშფოთებელი ვიზუალური მტკიცებულებების გავრცელებასთან დაკავშირებით. მათი თქმით, ეს ცალსახად ასახავს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სწრაფ და მძიმე გაუარესებას.

აღნიშნავენ, რომ სააკაშვილის მიმართ არსებული ამჟამინდელი სამედიცინო ღონისძიებები მდგომარეობის გაუმჯობესებას ხელს არ უწყობს. ამიტომაც, ევროდეპუტატების განცხადებით, სანამ ის კრიტიკულ სტადიას მიაღწევს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩატარდეს გადაუდებელი ზომები მდგომარეობის სასწრაფოდ გამოსასწორებლად. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ნებისმიერი შემდგომი ინტეგრაცია ეფუძნება ფუნდამენტური ჰუმანიტარული პრინციპების ერთგულებას, მათ შორის, ძირითად ადამიანურ თანაგრძნობას და ადამიანის უფლებას, მიიღოს სათანადო სამედიცინო დახმარება. გვჯერა, რომ ამ ყველაფერს უდიდეს ყურადღებას დაუთმობთ და გადადგამთ აუცილებელ ზომებს, რათა უზრუნველყოთ ბ-ნი სააკაშვილის ჯანმრთელობა, - ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში