პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრა ბიჭებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა

14 ივლისი 2023, 14:08 676 ნახვა

საქართველოში პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრა ბიჭებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა. ეს ეხება 10-11-12 წლის ასაკის ბიჭებს. მათი ვაქცინაცია აცრების ეროვნულ კალენდარს დაემატა.

ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება საკანონმდებლო მაცნეზე დღეს გამოქვეყნდა და ცვლილებები უკვე ძალაშია.

ცვლილების თანახმად, პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო კეთდება გოგონებსა და ბიჭებში, 10 -11 – 12 წლის ასაკში, არის ორჯერადი, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი კი 6 თვეა. ადამიანის პაპილომა ვირუსი იწვევს კანისა და ლორწოვანი გზების ინფიცირებას. ის წარმოადგენს რეპროდუქციული სისტემის ყველაზე გავრცელებულ ინფექციას და არის მრავალი დაავადების გამომწვევი მიზეზი. 

ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციით შესაძლებელია საშვილოსნოს ყელის კიბოს 90%-ის პრევენცია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში