ხულოს თეატრმა სეზონი დახურა

14 ივლისი 2023, 19:53 839 ნახვა

ხულოს იუსუფ ზოიძის სახელობის დრამატული თეატრის 86 სეზონი  სლავიმორ მროჟეკის ,,კაროლის” წარმოდგენით დაიხურა, რომელიც   რეჟისორმა  გიორგი ქათამაძემ დადგა, სპექტაკლში ხულოს თეატრის  დასის ოთხი წევრი მონაწილეობდა. სეზონის  დახურვას წელს სიახლეც ახლდა  დაჯილდოვდა ერთ-ერთი დასის წევრი. პრემიას  ყოველწლიური სახე მიეცემა  და ყოველი სეზონის დახურვისას  საუკეთესო მსახიობს იუსუფ ზოიძის სახელობის  პრემია მიენიჭება.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში