მივმართავთ საგარეო საქმეთა მინისტრს, პოლონელი ექიმის მიერ მიხეილ სააკაშვილის ნიმუშის მალულად გატანის მცდელობაზე პოლონეთის საელჩოს პოზიცია მოისმინოს - რატი ბრეგაძე

14 ივლისი 2023, 21:02 756 ნახვა

მივმართავთ საგარეო საქმეთა მინისტრს, პოლონელი ექიმის მიერ მიხეილ სააკაშვილის ნიმუშის მალულად გატანის მცდელობაზე პოლონეთის საელჩოს პოზიცია მოისმინოს - რატი ბრეგაძე

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის პოლონელი ექიმების ჩამოყვანის პროცესში ჩართული იყო საქართველოში პოლონეთის საელჩო.

როგორც მინსიტრმა აღნიშნა, სწორედ პოლონეთის საელჩო იყო ექიმების რეკომენდატორი.

„მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული და კანონმდებლობასთან შეუთავსებელი ქმედებებისგან. გამომდინარე იქიდან, რომ პოლონეთის საელჩო ჩართული იყო ექიმების ჩამოყვანის პროცესი და იყო მათი რეკომენდატორი, საგარეო საქმეთა მინისტრს მივმართავ თხოვნით, რომ მოისმინოს საელჩოს პოზიცია აღნიშნულ ინციდენტზე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში