აგრარული კომიტეტის გასვლითი სხდომა ხელვაჩაურში

17 ივლისი 2023, 18:00 1071 ნახვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლებსა და ადგილობრივებს შორის შეხვედრა გაიმართა. კომიტეტის წევრებმა მოსახლეობას ინფორმაცია იმ პროგრამების შესახებ მიაწოდეს, რომლებიც წელს ხორციელდება. წარმოადგინეს ახალი პროექტები და ადგილობრივებს კონკურსებში მონაწილეობის გამარტივებისთვის საჭირო ინფორმაცია მოაწოდეს. შეხვედრაზე განმარტეს, რომ რეგიონებში მეწარმეობის ხელშეწყობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. დღესვე კომიტეტის წევრები მეწარმეებსა და ფერმერებს ხელვაჩაურის სოფლებშიც შეხვდებიან.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში