შვილზე მოძალადე მამის დედას, ჟურნალისტზე თავდასხმისთვის 3000 ლარიანი გირაო შეეფარდა

17 ივლისი 2023, 20:01 827 ნახვა

ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტზე ძალადობასა და საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებულს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 3000 ლარის გირაო შეუფარდა, სპეციალური საგამოძიებო სამსახური ბრალდებულის მიმართ გირაოს სახით 5000 ლარის დაკისრებას ითხოვდა, თუმცა პროცესზე ბრალდებულმა განაცხადა რომ სოც-დაუცველია, არ გააჩნია უძრავი ქონება და თანხის გადახდას ვერ შეძლებდა. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა, საგამოძიებო სამსახურის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ფაქტი 13 ივლის მოხდა, ჟურნალისტი მამის მიერ 13 წლის გოგონას გაუპატიურების საქმეზე, დეტალების გასარკვევად ბრალდებულის სახლში მივიდა რა დროსაც მასზე ბრალდებულის დედამ ფიზიკურად იძალადა. აგრესიის გამო ქალი ჟურნალისტს ბოდიშს უხდის და აცხადებს რომ დანაშაულს აცნობიერებს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში