პოლონელი ექიმების კლინიკაში კვლავ შეშვების საკითხი თუ დადგება, ვერ მივიღებთ დადებით გადაწყვეტილებას, ვიდრე არ გვექნება ინფორმაცია, რა მიზანს ემსახურებოდა სამედიცინო ნორმებთან შეუსაბამო ქმედება - რატი ბრეგაძე

19 ივლისი 2023, 09:58 593 ნახვა

მრავალი ვერსია შეიძლება არსებობდეს, თუმცა, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არ მივცეთ სპეკულაციებს ფართო გასაქანი და სწორედ ამიტომ ველოდებით მაინც პოლონური მხარის შესაბამის განმარტებას, როგორც საელჩოს, ისე ექიმებსაც, რომ იქნებ მოგვაწოდონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რისთვის სჭირდებოდათ, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „ვივამედში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე განცხადებით, თუკი დადგება საკითხი ამ ექიმების კვლავ შეშვებასთან დაკავშირებით, „ჩვენ ვერ მივიღებთ ვერავითარ შემთხვევაში დადებით გადაწყვეტილებას, მანამ, სანამ ელემენტარულად არ გვექნება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მიზანს ემსახურებოდა მსგავსი ტიპის სამედიცინო, ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებთან სრულიად შეუსაბამო ქმედება.

მინისტრის თქმით, პოლონელ ექიმთან დაკავშირებული ფაქტი რეაგირების გარეშე ვერ დარჩება.

"მოკვლევას რაც შეეხება, ჩვენ, რა თქმა უნდა, რეაგირების გარეშე ამ ფაქტს არ დავტოვებთ და გავატარებთ შესაბამის ღონისძიებებს და დამოუკიდებლადაც დავიწყებთ ამ ფაქტის შესწავლას და, რა თქმა უნდა, მის სამართლებრივ შეფასებასაც. თუმცა, როგორც გითხარით, ვცდილობთ, მივიღოთ პოლონური მხარისგან ოფიციალური განმარტება, იმიტომ, რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ დავტოვებთ ამ ფაქტს სათანადო სამართლებრივი რეაგირების გარეშე. გონივრულ ვადას რაც შეეხება, არსად არ არის განსაზღვრული კონკრეტული ვადა, თუმცა, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხზე განმარტების გაკეთებას არ დასჭირდება რამდენიმე დღის მეტი“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში სტუმრობისას.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში