სააკაშვილი: “ნუ ახდენთ "პოლონელი ექიმების სკანდალის" შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ტირაჟირებას”

19 ივლისი 2023, 11:15 638 ნახვა

მოგიწოდებთ, ნუ ახდენთ "პოლონელი ექიმების სკანდალის" შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ტირაჟირებას - სკანდალია ჩემი წამების და იზოლაციაში ყოფნის ყოველი დღე, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში წერს. მისი თქმით, დროა ბოლო მოეღოს “კაგებეშნიკური” მეთოდებით ქვეყნის ნგრევას.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ყოფნის განმავლობაში, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა "გაუგებარ ინციდენტს", კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში