აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაცია ლობისტურ კომპანიებზე - პოლიტიკური შეფასებები

19 ივლისი 2023, 12:08 693 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ლობიზმსა და პროპაგანდას არ საჭიროებს - ამაზე ხელისუფლების ოპონენტები საუბრობენ და ლობიზმის საშუალებით პრობლემის აქტუალიზებაში პრობლემას ვერ ხედავენ.

მმართველ პარტიაში  კი აცხადებენ, რომ მთავარი მიზანი გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ ლობისტური კომპანიების დაქირავების  ანტიქართული და  ანტისახელმწიფოებრივი მიზნების განხორციელებაა, რომლის მთავარი ამოცანა საქართველოსთვის სანქციების დაწესება და ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევაა.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში